დალიე მწვანე ჩაი მატჩა ყოველ საღამოს!

მწვანე ჩაი მატჩა არის ჩაების მეფე შეიძლება ითქვას, თუკი რაიმე სასარგებლო თვისება გაგიგიათ ჩაიზე, შეგიძლიათ პირდაპირ გაამრავლოთ 10-ზე და მიიღებთ ჩაი მატჩას, თუმცა დღეს მინდა კონკრეტულად გესაუბროთ იმაზე თუ რატომ უნდა დალიოთ ჩაი მატჩა ყოველ საღამოს.

ჩაი მატჩას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ჩაი მატჩა შეიცავს ამინო მჯავა L-თიანინს, რომელსაც არაერთ კვლევაზე დაყრდნობით, აქვს ძალიან დამამშვიდებელი ეფექტი, მაგალითად ეს აჩვენა 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ, იგივე აჩვენა 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ და ა.შ.

ზოგადად ადამიანის ტვინში არსებობს 2 მთავარი ნეიროტრანსმიტერი, ეს არის გლუტამატი და GABA, ანუ ეს არის თქვენი 2 რეჟიმი, გლუტამატი არის უფრო ტონუსში მომყვანი და გამომაცოცხლებელი, ხოლო GABA არის უფრო დამამშვიდებელი და მომადუნებელი. ჩაი მატჩაში შემავალი L-თიანინი კი ამცირებს გლუტამატის ანუ გამომაცოცხლებელი ნეიროტრანსმიტერის აქტიურობას და შედეგად ასტიმულირებს GABA-ს, რაც უკვე გაძლევთ აი ამ დამამშვიდებელ ეფექტს რასაც იწვევს ჩაი მატჩა.

ამიტომ ძალიან ლოგიკური და კარგი დანამატი შეიძლება იყოს ჩაი მატჩა საღამოს როცა შედარებით სტრესის დონე უფრო მაღალია დატვირთული დღის მერე და უფრო მეტად გჭირდებათ მოდუნება და დასვენების რეჟიმში გადასვლა. ჩაი მატჩას შეუძლია საკმაოდ დაგეხმაროთ სტრესის შემცირებაში. სხვათაშორის L-თიანინი ასევე ამცირებს გარკვეულწილად გულის ცემას და ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს, რაც არამხოლოდ დამშვიდებაში, არამედ დამატებით შეიძლება უკეთესად დაძინებაშიც დაგეხმაროთ.

L-თიანინს ჩვეულებრივი მწვანე ჩაიც შეიცავს, რა თქმა უნდა, თუმცა მწვანე ჩაი მატჩა დაახლოებით 10-ჯერ მეტს შეიცავს და შესაბამისად შედეგებიც ბევრად უფრო ცალსახაა. ჩვეულებრივი ჩაისგან განსხვავებით ჩაის მცენარეს მოსავლის აღებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩრდილის ქვეშ ამყოფებენ რომ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს, რაც უკვე ზრდის ჩაიში L-თიანინის კონცენრაციას და შედეგად ვიღებთ ჩაი მატჩას და ამ სასარგებლო თვისებებს.

პლიუს ამას ჩაი მატჩა დიდი ოდენობით შეიცავს საკმაოდ უნიკალურ ანტიოქსიდანტს სახელად EGCG, იგივე ეპიგალოკატექინ გალატი თუ სრული დასახელება გაინტერესებდათ რატომღაც, მაგრამ მოკლედ მნიშვნელოვანი ის არის რომ EGCG ასტიმულირებს ჰორმონის სახელად ქოლეცისტოკინინის(CCK) გამოყოფას, რაც არის დანაყრების ჰორმონი და შესაბამისად ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. რა თქმა უნდა, საუბარიც აღარ არის იმაზე თუ რამდენად გამოსადეგი შეიძლება იყოს შიმშილის შეგრძნების დახშობა საღამოს, როცა ყველაზე ნაკლებად ჯანსაღია ბევრი საკვების მიღება და თან წონის მატების ალბათობაც ბევრად უფრო დიდია.

პრემიუმ ხარისხის ჩაი მატჩა მათ შორის ჩვენს ჯანსაღ მაღაზიაშიც შეგიძლიათ შეიძინოთ, მისამართი: ვაჟა-ფშაველას 12 , ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შეკვეთა საიტიდან Ketogen.ge და კურიერი მოგიტანთ მისამართზე მთელ საქართველოში.

ასევე ჩაი მატჩა შეიცავს ქლოროფილს, მცირე ოდენობით მინერალებს: მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩაი მატჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დალიოთ თუმცა საღამოს საათებში ყველაზე ბუნებრივად ჯდება რაციონში ისევ და ისევ დამამშვიდებელი ფუნქციებიდან და შიმშილის შეგრძნების შემცირებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.

Share

Post comment

Your email address will not be published. Required fields are marked *